საქართველოს ძველი სიმაგრეები ჩვენი ქვეყნის ბუნების განუყოფელ ნაწილს შეადგგნს. დღეს ეს მხოლოდ რომანტიკული ნანგრევებია, რომლებიც გარემოს თავისებურ მეტყველებას ანიჭებს და სრულიად თავისებურ სილუეტებს ქმნის მდებარეობისდა მიხედვით. მაგრამ თავის დროზე მათი არსებობა სასიცოცხლო საკითხი იყო. სიმაგრეთა გარეშე ვერ იარსებებდა ვერც ერთი ფეოდალური ქვეყანა, ვერ იარსებებდა ვერც საქართველო. ციხე-სიმაგრე - ყველაზე მიუვალიც კი - დაუზიანებლად, ბუნებრივია დიდხანს ვერ გაძლებდა, რაკი ყოველი მათგანი ხშირი თავდასხმის საგანს წარმოადგენდა; ციხეებს ანგრევდნენ, აღადგენდნენ, კვლავ ანგრევდნენ და კვლავ აღადგენდნენ, ყოველთვის თავისი დროის მოთხოვნილებათა და შესაძლებლობათა შესაბამისად. ამიტომაა, რომ ციხეებზე ძნელად თუ ვიმსჯელებთ, როგორც ერთი რომელიმე გარკვეული ეპოქის მთლიან ძეგლებზე. ამდროინდელ - ე.ი. ცეცხლისმფრქვევი იარაღის წინადროინდელ - ციხეებს არ გააჩნია სათოფურების სისტემა, რაც დამახასიათებელია უფრო გვიანდელი სიმაგრეებისთვის, ისინი ყოველთვის მოთავსებულნი არიან ძნელად მისადგომ მაღლობებზე, თავს დაჰყურებენ და კონტროლს უწევენ ხეობას, ველს, გზას. გეგმები რთულია და არა გეომეტრიულად მოწესრიგებული, მოხაზულობა მისდევს გამოყოფილი ნაკვეთის მოხაზულობასა და რელიეფს (ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხეების გეგმები უმეტესად რეგულარული ხასიათისაა). კოშკები, ჩვეულებრივ, არ სცილდება ციხის გარე გალავნის ხაზის ფარგლებს, რაკი მაშინ ჯერ კიდევ არ ისმოდა ფლანკირების (ციხის კედლების მეციხოვნეთა ცეცხლით დაცვის) საკითხი. ყველა ციხესიმაგრე ქვისაა. ქვა, ჩვეულებრივ, საკმაოდ კარგადაა დამუშავებული, სწორკუთხაა, მაგრამ მაინც არ არის სუფთად გათლილი, როგორც ეკლესიების კედლებისთვის იხმარებოდა. ციხეები ისეა შეზრდილი მთასთან, კლდესთან, თითქოს მათგან იყოს აღმოცენებული: ზოგჯერ ძნელი გასარჩევიც კია ბუნებრივი კლდე და ნაშენი კედელი. ხერთვისი, აწყური, ოქროსციხე (სამივე მესხეთშია) მშვენიერი ნიმუშებია დიდი ციხეებისა, რომლებიც თავის დროზე დიდ როლს თამაშობდა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში.ვრცლად
საქართველოს ძველი ციხე-სიმაგრეები
Search This Blog
Thursday, June 14, 2012
ძველი ციხე სიმაგრე " სურამის ციხე"
შუა საუკუნეების ციხესიმაგრე შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბასურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან გორაკზე. ციხე მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული, მონუმენტური ხელოვნების ნიმუში. სურამის ციხე ორი მთავარი გზის შესაყარზე მდებარეობს; ერთი მიემართება ლიხის გადასასვლელებით დასავლეთისაკენ, მეორე კი —ბორჯომის ხეობით სამხრეთისაკენ.[1]ვახუშტი ბაგრატიონი ციხის შესახებ წერს: „...არს საშუალს ციხე, მაღალ კლდესა ზედა, მტკიცე.“[2] თუ როდის და ვინ ააგო სურამის ციხე „მაღალ კლდესა ზედა“ ისტორიულად არაა ცნობილი. ქართული ისტორიული წყაროები ამის შესახებ დუმან. XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის მიხედვით სურამი და მისი ციხესიმაგრე აშენებულია ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარში მეფე ფარნაჯომის მიერ, 200 წლით ადრე ქრისტეს დაბადებამდე.[3] სურამის ციხის აგების ასეთ განსხვავებულ დათარიღებას ქართულ საისტორიო მეცნიერებაში მხოლოდ პლატონ იოსელიანი იძლევა.
სურამის ციხის აგების შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული უცხოურ საისტორიო წყაროებში, კერძოდ სპარსულსა და თურქულში. XVII საუკუნის ცნობილი თურქიმოგზაური ევლია ჩელები სურამის ციხის აშენებას სპარსეთის მეფე ხოსრო I ანუშირვანს (531–579) უკავშირებს[4]. სპარსი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში სურამის ციხის აშენებას შაჰ აბასს მიაწერს (XVII საუკუნის 10-იანი წლები),[5] მაგრამ აქ ალბათ შაჰ-აბასის მიერ ციხის შეკეთება უნდა იგულისხმებოდეს. სწორედ ამის შესახებ წერს შაჰის კარის მოხელე, ისტორიკოსი მელიქ შაჰ-ჰუსეინ სისტანი თავის თხზულებაში „იაჰია ალ-მელუქი“ (მეფეთა აღდგომა):
The Old Castle - fortresses
Also, I'm excluding things like TV Towers, Radio Antennae or Towers - essentially very modern structures. If a castle was only built a few years ago, that's fine, as long as it radiates the 'old' feeling. Furthermore, please no cg images, nor images taken on the grounds, next to the grounds, above the grounds, in the grounds, or around the grounds of a castle, fortress, palace, ruin, etc that don't actually show the actual castle, fortress, palace, ruin, etc... This includes completely interior shots that show nothing but a wall or a statue and not the actual structure itself. Any submissions that don't fit into this group will be removed and a link and/or comment posted in a 'removed' thread. These pictures are always up for discussion if you disagree with their removal. |
გამოყენებული ლიტერატურა
- 0The Dublin Penny Journal
Coverage: 1832-1836 (Vols. 1-4)
Publication of this title ceased in 1836.
JSTOR Collection(s): Ireland Collection
Published by: Dublin Penny Journal
ISSN: 20091338
2.
Authors: | ელიზბარაშვილი, ელიზბარ; სულხანაშვილი, ნიკოლოზ |
Date of Issue: | 2009 |
Source: | გლობალური ეკოლოგია / ე. ელიზბარაშვილი; ნ. სულხანიშვილი; რედ. მ. ელიზბარაშვილი; თბ. – 2009 – 113გვ. ISBN 978-9941-0-1587-8 : UDC: 502.1+574 |
Subscribe to:
Posts (Atom)