Search This Blog

Thursday, June 14, 2012

ძველი ციხე სიმაგრე " სურამის ციხე"

 შუა საუკუნეების ციხესიმაგრე შიდა ქართლშიხაშურის მუნიციპალიტეტის დაბასურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან გორაკზე. ციხე მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული, მონუმენტური ხელოვნების ნიმუში. სურამის ციხე ორი მთავარი გზის შესაყარზე მდებარეობს; ერთი მიემართება ლიხის გადასასვლელებით დასავლეთისაკენ, მეორე კი —ბორჯომის ხეობით სამხრეთისაკენ.[1]ვახუშტი ბაგრატიონი ციხის შესახებ წერს: „...არს საშუალს ციხე, მაღალ კლდესა ზედა, მტკიცე.“[2] თუ როდის და ვინ ააგო სურამის ციხე „მაღალ კლდესა ზედა“ ისტორიულად არაა ცნობილი. ქართული ისტორიული წყაროები ამის შესახებ დუმან. XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის მიხედვით სურამი და მისი ციხესიმაგრე აშენებულია ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარში მეფე ფარნაჯომის მიერ, 200 წლით ადრე ქრისტეს დაბადებამდე.[3] სურამის ციხის აგების ასეთ განსხვავებულ დათარიღებას ქართულ საისტორიო მეცნიერებაში მხოლოდ პლატონ იოსელიანი იძლევა.
სურამის ციხის აგების შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული უცხოურ საისტორიო წყაროებში, კერძოდ სპარსულსა და თურქულში. XVII საუკუნის ცნობილი თურქიმოგზაური ევლია ჩელები სურამის ციხის აშენებას სპარსეთის მეფე ხოსრო I ანუშირვანს (531579) უკავშირებს[4]. სპარსი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში სურამის ციხის აშენებას შაჰ აბასს მიაწერს (XVII საუკუნის 10-იანი წლები),[5] მაგრამ აქ ალბათ შაჰ-აბასის მიერ ციხის შეკეთება უნდა იგულისხმებოდეს. სწორედ ამის შესახებ წერს შაჰის კარის მოხელე, ისტორიკოსი მელიქ შაჰ-ჰუსეინ სისტანი თავის თხზულებაში „იაჰია ალ-მელუქი“ (მეფეთა აღდგომა):

No comments:

Post a Comment